სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იმიტირებული სასამართლოს პროცესების შეჯიბრი

მიმდინარე წლის 1-7 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის გუნდი მონაწილეობას მიიღებს საინვესტიციო სამართლის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან იმიტირებული სასამართლოს პროცესების შეჯიბრში (Foreign Direct Investment International Moot Court Competition ’’FDI Moot’’), რომელიც იმართება აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მოხვდა იმ მსოფლიო სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან შერჩეულ 20 გუნდს შორის, რომლებიც იასპარეზებენ აშშ-ში. უნივერსიტეტის გუნდი შეეჯიბრება ისეთ წამყვან უნივერსიტეტებს, როგორიც არის: ჰარვარდის, ვაშინგტონის, ნიუ იორკის სამართლის სკოლები, სუფოლკის, ოტავისა და პიტსბურგის სამართლის სკოლები, ჰონკონგისა და ვარშავის წამყვანი სამართლის სკოლები. მეტი ინფორმაცია მონაწილე გუნდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.fdimoot.org/2012//teams.php დამატებითი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ და დღის განრიგი ხელმისაწვდომია აქ http://www.fdimoot.org/ . ვუსურვებთ წარმატებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს.

ბანერები