სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იმიტირებული პროცესი სამშენებლო სამართალში

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი იწყებს იმიტირებულ პროცესს - „სამშენებლო სამართალში“.
იმიტირებული პროცესი წარმოადგენს, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტს, რომელიც  სტუდენტთა მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესებით სარგებლობს.
აღნიშნული პროექტი მოიცავს ხუთ ეტაპს:

• აპლიკაციის შევსება
• ტესტირება
• გასაუბრება
• ტრენინგი
• იმიტირებული პროცესი

თავის მხრივ იმიტირებული პროცესი წარიმართება ორი მიმართულებით: ადმინისტრაციული და კერძო სამართლის. კერძოდ, იმიტირებულ პროცესზე, ერთი ქეისი იქნება ადმინისტრაციული სამართლიდან,ხოლო ორი ქეისი კერძო სამართლიდან შემოთავაზებული.
მონაწილეთა შერჩევა ხდება გუნდური პრინციპის საფუძველზე. გუნდში სავალდებულოა იყოს 2 მონაწილე.
იმიტირებულ პროცესებს წარუძღვებიან:
•    მაია კოპალეიშვილი
•    ნუნუ კვანტალიანი
•    ოთარ ნარჩემაშვილი
•    ამირან მეშველიშვილი
გამარჯვებული გუნდი გაივლის სტაჟირებას სამშენებლო კომპანია „არსში“ (ARCI), ხოლო სამშენებლო კომპანია „რედიქსის“  წარმომადგენელი შეარჩევს ერთ სტუდენტს,რომელიც გაივლის ამავე სამშენებლო კომპანიაში სტაჟირებას.
აპლიკაციის ფორმა იხილეთ თანდართულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1-gHQSCFGU1XNfuKEMrkV0IFRoarjFEZ_rKCmzs7mMu4/viewform
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2 თებერვალი, 18:00
პროექტის პარტნიორებია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, არსი, რედიქსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 595 039 399
✉aa.tbilisi@elsa.ge

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად !

ბანერები