სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით

ღონისძიებები

2017 წლის  9 ივნისს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. 

პროცესში მოსამართლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა მეიშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. ასევე მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.

პროცესს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან ამერიკელი მოსამართლეები: ჯეიმს  ბედიფორდი და ჯეკ პერტეინი. 

მოსამართლე ბედიფორდი არაერთი ცნობილი საქმის განხილვას უძღვებოდა. მისი ხელმძღვანელობით წარიმართა ცნობილი კრემატორიუმების საქმე, „ატლანტის მკვლელის“ საქმე და სხვ. იგი უკვე 30 წელია,  რაც მოსამართლის ფუნქციებს ასრულებს და მისი პროცესები ხშირად შუქდება სასამართლო ტვ-ით. 

მოსამართლე ჯეკ პერტეინს მდიდარი სამოსამართლო გამოცდილება აქვს და არაერთი ცნობილი საქმის მოსამართლე ყოფილა. მის შესახებ ხშირად წერენ ამერიკულ მედიაში. მას იცნობენ, როგორც ობიექტურ მოსამართლეს.

პროცესზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროცესის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრები შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ მონაწილეებსა და დამსწრეებს, რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდება ფურშეტითა და არაფორმალური დისკუსიით.

დრო: 9 ივნისი, პარასკევი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები