სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის წარმატება

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა და სამართლის სკოლის ლექტორმა ირინა აღაპიშვილმა, გერმანიაში (ქ. ფრანკფურტი) ვიზიტისას მიიღეს მსოფლიოში საინვესტიციო სამართალში წამყვანი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის მსაჯის (არბიტრი) და ექსპერტის სტატუსი.

საინვესტიციო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრი (Foreign Direct Investment Moot) დაფუძნებული იქნა 2006 წელს, მისი დამფუძნებელი გახლავთ ხუთი ინსტიტუტი: Center for International Legal Studies, (Salzburg, Austria), Suffolk University Law School,  Pepperdine University Law School, German Institution of Arbitration, Centre of European Law.   ყოველ წელს აღნიშნული  იმიტირებულ  სასამართლო პროცესს მასპინძლობს ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი უნივერსიტეტი.  2012 წელს მასპინძელი გახლდათ სუფოლკის უნივერსიტეტი, ხოლო 2013 წელს    FDI Moot-ი გაიმართა  გერმანიაში ქ. ფრანკფურტში. 2014 წელს შეჯიბრი გაიმართება მალიბუში.

ილიაუნის სამართლის სკოლა ამ ნაბიჯით გახდა მსოფლიოში  წამყვანი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ უკვე არბიტრიც, ვინაიდან არბიტრები თავის მხრივ წარმოადგენენ ინსტიტუციას, რომელთანაც აქვთ აფილიაცია.
დამატებით ინფორმაცია (Foreign Direct Investment Moot)-ის არბიტრების შესახებ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: http://www.fdimoot.org/arbitrators1.php

ბანერები