სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ღონისძიებები

29 ივნისს, 10:30 საათიდან 15:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

კონფერენციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე. კონფერენციის მოდერატორია ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორი, ზაზა მეიშვილი.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/QSYc4o

დრო: 29 ივნისი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები