სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტური კონფერენცია

ღონისძიებები

25 მაისს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ფედერალისტური წერილების სადისკუსიო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია: „ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა - როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“.

კონფერენციას გაუძღვება ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი - კარლო გოდოლაძე.

მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში ჩართული სამართლის სკოლის სტუდენტები.

კონფერენცია მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს.

დრო: 25 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები