სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ფინალურ ეტაპზე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა – ლელი მუმლაძემ, ანა გასვიანმა, ნინო სირაძემ და ნანა ჩიგოგამ – მონაწილეობა მიიღეს ქ. ვენაში (ავსტრია) გამართულ Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის ფინალურ ეტაპზე. გუნდს მენტორობას თინათინ გოლეთიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) და ქეთევან არახამია (იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი) უწევდნენ.

ილიაუნის გუნდმა შეჯიბრების 4 დღის განმავლობაში წარმატებით ჩაატარა 4 თამაში ჰარვარდის, ედინბურგის, პარიზისა და ვიეტნამის უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებთან.

Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრება 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ-იურისტებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წელს პირველად მონაწილეობდნენ Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში. მათ პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო დაფინანსება უნივერსიტეტისგან მოიპოვეს.

ბანერები