სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები პროექტის MEDIATS ფარგლებში სტაჟირებაზე ნიდერლანდებში

ახალი ამბები

1 ნოემბრიდან ილიაუნის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის მედიაციის მოდულის 4 სტუდენტი ორკვირიან სტაჟირებას გადის ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ დორდრეხტში, ნიდერლანდების ბიზნესაკადემიაში (NLBA), სადაც ისინი გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მედიაციის მიმართულებით.

ტრენინგის პირველ დღეს სტუდენტებს ჩაუტარდათ გაცნობითი ხასიათის როლური თამაშები და ლექცია მედიაციის პირამიდის საფეხურებზე, მედიაციის პრინციპებზე, მედიატორის ძირითად თვისებებზე მედიაციის პროცესში.

სტუდენტები მედიაციის ინტენსიური სიმულაციური პროცესებზე მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ისმენენ უკუკავშირს გამოცდილი ტრენერებისგან.

სტაჟირება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში.

სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს სტაჟირების მონაწილეთ.

2021 წელი

 

ბანერები