სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები პროექტის MEDIATS ფარგლებში სტაჟირებაზე ესპანეთში გაემგზავრნენ

ახალი ამბები

18 ოქტომბრიდან ილიაუნის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის მედიაციის მოდულის სტუდენტები ორკვირიან სტაჟირებას გადიან ესპანეთში, ქალაქ მურსიის UCAM-ის უნივერსიტეტში, სადაც გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მედიაციის მიმართულებით.

სტაჟირებისას დაგეგმილია როლური თამაშები პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად, ასევე ვიზიტი სასამართლოსა და სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა სტუდენტები ადგილზე გაეცნონ მედიაციის სფეროს გამოწვევებს განსხვავებულ გარემოში.

ტრენინგის პირველ დღეს სტუდენტებმა შეიძინეს თეორიული ცოდნა მხარეთა ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და მათ ზეგავლენაზე მედიაციის პროცესში. პრაქტიკული მუშაობა კი ითვალისწინებდა სიმულაციური მედიაციის პროცესს – მათ მიიღეს მედიატორად და მედიაციის მონაწილე მხარედ ყოფნის გამოცდილება.

სტაჟირება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS-ის ფარგლებში.

სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს სტაჟირების მონაწილე სტუდენტებს.

2021 წელი

 

ბანერები