სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის საზაფხულო სკოლა სახელშეკრულებო სამართლის აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით

ახალი ამბები

2017 წლის 5-10 ივნისს, 19:00-დან 21:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა“ და ილიაუნის სამართლის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საზაფხულო სკოლა სახელშეკრულებო სამართლის აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სახელშეკრულებო სამართლის საბაზისოკურსი. 

საზაფხულო სკოლა მოიცავს სახელშეკრულებო სამართლის სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პრობლემური საკითხების მიმოხილვას, კერძოდ, ნასყიდობის,ნარდობის, ქირავნობის, იჯარის, გადაზიდვა-გადაყვანის, საბანკო მომსახურების, თავდებობის ხელშეკრულებებისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა ვალდებულებით სამართლებრივი საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განხილვას.

კურსს გაუძღვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები: თამარ ლაკერბაია, შორენა ჯანხოთელი, თამარ ხაჟომია, ზაზა მარტიაშვილი, სოსო ღურწკაია და საქართველოს საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე, ადვოკატი ლევან ჯანაშია.

მონაწილეობის მსურველებმა  რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: info@lpdc.org.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 20 მაისი.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევა რეზიუმეებისა განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ბანერები