სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები

ახალი ამბები

19 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, აბიტურიენტებისათვის ჩატარდა სასტიპენდიო კონკურსის მეორე ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობდა ის 25 აბიტურიენტი, რომლებმაც პირველ ეტაპზე ტესტირებისას 30 ან მეტი ქულა დააგროვეს. დასკვნით ეტაპზე - იმიტირებულ სასამართლო პროცესში - კონკურსანტთა როლები გადანაწილდა მეორე ეტაპის ტესტში მიღებული ქულების მიხედვით.

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი შედგება 4 ეტაპისგან და, ტესტირებისა და მასტერკლასის გარდა, მოიცავს მასტერკლასის შემდგომ ტესტირებასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესს. კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები დაჯილდოვდებიან შემეცნებითი ტურით ილიაუნის სასწავლო ბაზაზე ყაზბეგში, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

კონკურსის მეორე ეტაპზე გამოყენებული ტესტი სწორი პასუხებით და შედეგები იხილეთ თანდართული დოკუმენტების სახით.

ფინალური ეტაპი - იმიტირებული სასამართლო პროცესი

დრო: 25 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები