სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისთვის - პირველ ტურის შედეგები

ახალი ამბები

11 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სკოლის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილის სასტიპენდიო კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობა 60-მდე აბიტურიენტმა მიიღო.

მათ ჩაუტარდათ ტესტირება, რომელიც მოიცავდა 30 დახურულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხით და 1 ღია კითხვას. ტესტები ეფუძნებოდა ბაზისურ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში. ტესტის ხანგრძლივობა 90 წუთი იყო.

კონკურსის პირველი ტური გადალახეს იმ აბიტურიენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 30 ან მეტი ქულა (სულ 25 აბიტურიენტი). პირველი ტურის შედეგები იხილეთ აქ.

კონკურსის მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს ექვსსაათიან მასტერკლასს და პირველ ტურში გამარჯვებული აბიტურიენტების მესამე ტურისთვის მომზადებას,  ჩატარდება 18 მარტს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.

კონკურსზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://iliauni.edu.ge/samartlis-skolis-sastipendio-konkursi

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას. 

მეორე ეტაპი - მასტერკლასი

დრო: 18 მარტი, 13:00  - 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასტერკლასი განკუთვნილია მხოლოდ კონკურსის მეორე ტურში გადასული აბიტურენტებისთვის. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები