სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჯგუფი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

2017 წლის 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჯგუფი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საწარმოთა მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა პროექტის - „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის. არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევებიდა რეკომენდაციები“ - ფარგლებში შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ კვლევის მიმდინარეობისას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზს და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე სახელმწიფო საწარმოების მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას.

ბანერები