სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის პროექტში - „იმიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესში“- გამარჯვებულების დაჯილდოება

22 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა, ირაკლი ფორჩხიძემ, პროექტში - „იმიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესში“ - გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს უკვე დაუფინანსდა ერთი სემესტრი (30 კრედიტი). გარდა ამისა, ორ წარჩინებულ მონაწილეს გადაეცა პერსონალური პორტატული კომპიუტერი; მეორე ადგილის მფლობელები დასაჩუქრდნენ წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებს გადაეცათ 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

აღნიშნული პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის საბჭოს, ილიაუნის სამართლის სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბანერები