სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის მკვლევარი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს LCIA საერთაშორისო ტრენინგზე საქართველოს წარმოადგენდა

ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ (LCIA), ახალგაზრდა არბიტრთა ჯგუფის წევრებისათვის, მიმდინარე წლის 5 ივნისს ქ. სტამბულში ჩაატარა ტრენინგ-სემინარი თემაზე:

1) ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქმეთა წარმოება.
2) საერთაშორისო  საარბიტრაჟო კანონმდებლობა და გამოყენება.
3) საერთაშორისო საინვესტიციო დავები. საინვესტიციო სამართალწარმოების მექანიზმები.
4) თურქეთის  საარბიტრაჟო კანონმდებლობის თავისებურება.

სემინარში მიიღეს მონაწილეობა ახალგაზრდა არბიტრთა ჯგუფის წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (ინგლისი, საფრანგეთი, ისრაელი, საქართველო, ბულგარეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი და ა.შ.).

საქართველოს წარმოადგენდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი დიმიტრი კარუნა.
 
ტრენინგს უძღვებოდნენ ამ სფეროში გამოცდილი, საერთაშორისო დონის პრაქტიკოსი იურისტები და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მოქმედი წევრები:
ჟან-კლოდ ნაჟარი ( Jean-Claude Najar) - საერთაშორისო არბიტრი ( Colt & Mosle LLP, Paris), ქეიტ დევისი ( Kate Davies)  - ადვოკატი  (Wilmer Cutler Pickering Hale & Dorr LLP, London), ენდი მუდი (Andy Moody) - ადვოკატი (Evershseds LLP, London), მარი სტოიანოვ( Marie Stoyanov) -  ადვოკატი (Allen & Over LLP, Paris),  დოგან გულტუტანი ( Dogan Gultutan)- იურისტი ( Baker & McKenzie international, Istanbul)
 
სემინარზე ყურადღება გამახვილებული იყო საარბიტრაჟო წარმოების აქტუალურ ნიუანსებზე და საინვესტიციო გარემოში მოქმედ პრაქტიკაზე, ადვოკატირების მექანიზმებზე და პრაქტიკულ უნარ ჩვევებზე.

ჟან-კლოდ ნაჟარის თავმჯდომარეობით ჩატარდა იმიტირებული საარბიტრაჟო განხილვა. რის შემდეგ დამსწრეთა მონაწილეობით იყო განხილული პროცესში  დადებითი და უარყოფითი ასპექტები( შესაძლო შეცდომები), მოცემული იყო კომენტარები და რეკომენდაციები.

ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენელთა მხრიდან გამოჩენილი იყო დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო დარგის განვითარების კუთხით, ახალგაზრდა საერთაშორისო პროფესიონალების მომზადების აუცილებლობა, რაც მათი სიტყვით განპირობებულია ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შემოსული საქმეებით, სადაც საქართველო ან საქართველოს რეზიდენტი წარმოადგენს მხარეს.

დიალოგში განხილული  იყო პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ილიაუნის სტუდენტებისათვის  ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.

ბანერები