სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის მიერ 2016 წელს მოპოვებული სამეცნიერო გრანტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოიპოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორი სამეცნიერო გრანტი:

  • ფუნდამენტური კვლევებისათვის კონკურსში სამართლის სკოლას წარდგენილი ჰქონდა პროექტი „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის - არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები“ (პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე). პროექტის მიზანია სახელმწიფო საწარმოებისათვის კორპორაციული მართვის სარეკომენდაციო სისტემის შემუშავება. პროექტის საერთო ბიუჯეტია 100000 ლარი.
  • მეორე გრანტი სამართლის სკოლამ მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში, სადაც წარადგინა პროექტი: ინვესტიციების დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით (ახალგაზრდა მეცნიერი: ასოცირებული პროფესორი, დავით მაისურაძე). აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ ჩატარებულა ერთიანი და სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელიც განიხილავდა საკორპორაციო სამართალში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმდინარეობის, კერძოდ, რეგულირებებისა და დერეგულაციის ხარჯისა და სარგებლიანობის ანალიზს. პროექტის საერთო ბიუჯეტია 60000 ლარი.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება, მომავალშიც გეგმავს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კვლევით პროექტებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქართული მეცნიერების განვითარებაში.

 

 

ბანერები