სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი სისხლის სამართლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის

2017 წლის 9 ივნისიდან 11 ივნისამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და „ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა. სკოლის თემაა: ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ფარგლებში (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი).

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.

საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ტრენერი მარიო შიუტცე (იენა, გერმანია). 

მონაწილეობის მსურველებმა  რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ რეზიუმე, სასწავლო ბარათი (სადაც ჩანს სტუდენტის აკადემიური მოსწრება) და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: sopio.shubladze@iliauni.edu.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 26 მაისი.

ტრენინგის ენაქართული. გერმანელი ტრენერის მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილია.

საუკეთესო აკადემიური მოსწრების კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.  კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 15 მონაწილეს.

გისურვებთ წარმატებას.

ბანერები