სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში (Philip C. Jessup International Moot) მონაწილეობის მისაღებად.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი (IV) კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით.

 მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას (ინგლისურ ენაზე).

შერჩეულ კონკურსანტებს მიეცემათ კაზუსის ტიპის დავალება.

მხოლოდ ის საუკეთესო 4 სტუდენტი, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს მიცემულ დავალებას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის გამართულ ეროვნულ კონკურსში.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 29 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

გთხოვთ, ველში „თემა“ (subject) მიუთითოთ: Jessup Moot

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები