სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის

ახალი ამბები

ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სამართლის  სკოლა  აცხადებს  შესარჩევ  კონკურსს  საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში  (Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot) მონაწილეობის მისაღებად.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამათავრებელი (IV) კურსისა  და  მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე იმ აპლიკანტებს, რომლებსაც განზრახული    აქვთ ილიას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება 2017 წლის შემოდგომიდან.

 კონკურსი  ჩატარდება ორ  ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით.
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას (ინგლისურ ენაზე).

შერჩეული 8  კონკურსანტი მონაწილეობას  მიიღებს  საფინალო  რაუნდში, რომელიც ჩატარდება იმიტირებული პროცესის ფორმით. იმიტირებულ სასამართლო პროცესში გამოვლენილი  4 საუკეთესო  სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით  მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო შეჯიბრში.
კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა  2017 წლის 27 ივნისამდე უნდა გამოგზავნოს მოკლე ბიოგრაფია (CV)  შემდეგ ელექტრონულ  ფოსტაზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

გთხოვთ, ველში „თემა“ (subject) მიუთითოთ: Vis Moot.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები