სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის განახლებული სამაგისტრო პროგრამა

ახალი ამბები

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან, სამართლის სკოლა მაგისტრანტებს სთავაზობს განახლებულ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს  გაიარონ 60 კრედიტის მოცულობის მედიაციის მოდული და დაეუფლონ მედიატორისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

განახლებული პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს შემოთავაზებული კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამის 2 შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი:

ვარიანტი I – სტუდენტები სამართლის სავალდებულო, არჩევით და პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად ირჩევენ მათთვის სასურველი თავისუფალი კრედიტების ნებისმიერ კურსს 18 კრედიტის ფარგლებში (იხ. დეტალურად დანართი N1).
 
ვარიანტი II –  სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამართლის სავალდებულო, არჩევით და პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად აირჩიონ 60 კრედიტის მოცულობის მედიაციის მოდული (იხ. დეტალურად იხ. დანართი N2). მედიაციის მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს მაგისტრატურის დიპლომთან ერთად გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
 

 

ბანერები