
ღონისძიებები
18 მარტი, 2021

ახალი ამბები

ღონისძიებები
3 მარტი, 2021
ილიაუნის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის განახლებული სამაგისტრო პროგრამა
ახალი ამბები
2020 წლის ოქტომბრიდან ილიაუნის სამართლის სკოლა მაგისტრანტობის მსურველებს სთავაზობს განახლებულ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას:
- განახლებული კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე გამოწვევებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწყობს მაგისტრანტთა კარიერულ წინსვლას;
- პროგრამა მოიცავს სამ სავალდებულო და ერთ არჩევით მოდულს -> სავალდებულო კომპონენტი მოიცავს: საკორპორაციო სამართლის, საერთაშორისო და შედარებითი კერძო სამართლისა და საფინანსო სამართლის მოდულებს;
- პროგრამაში გათვალისწინებულია ინტენსიური პრაქტიკული კომპონენტი;
- სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ გაიარონ 60-კრედიტიანი მედიაციის მოდული და დაეუფლონ მედიატორისთვის აუცილებელ ინტერდისციპლინურ ცოდნას.
- მედიაციის მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაგისტრატურის დიპლომთან ერთად სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი;
- კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაში მედიაციის მოდული მომზადდა ERASMUS+ პროექტის "MEDIATS: Training and Society Transformation" ფარგლებში;
- მედიაციის მოდული ითვალისწინებს წარჩინებულ სტუდენტთა სტაჟირებას ესპანეთსა და ნიდერლანდებში.