სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდი სისხლის სამართლის ადვოკატირების შეჯიბრის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა სისხლის სამართლის ადვოკატირების რიგით მეხუთე ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა. სამართლის სკოლის გუნდს წარმოადგენდნენ: თეონა გუჯეჯიანი, ნინო ცარციძე, თორნიკე ხიდეშელი, ელენე ქიშმარია, გიორგი მაზანაშვილი და მარიამ კახაძე. გამარჯვებულ გუნდის მენტორი იყო სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ბესიკ ქვარცხავა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

ეროვნული შეჯიბრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 19-20 მარტს ჩატარდა პროგრამის - USAID/PROLoG - ფინანსური მხარდაჭერით.

წელს   ეროვნული ჩემპიონის ტიტულისათვის ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრში მსაჯების როლს             თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და ადვოკატები ასრულებდნენ.

ფინალში ერთმანეთს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალს თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო  სანდოძე და უცხოელი ექსპერტები, სტივენ ოსტერმილერი და ქეთრინ სმიტი სჯიდნენ.

ფინალისტები ეროვნული თასით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

 

 

ბანერები