სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრანტების გუნდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ პროცესზე ლონდონში

ახალი ამბები

დღეს, 28 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები - ანა რეხვიაშვილი, ბადრი შენგელია, ნათია კუპრავა და ვახტანგ გიორგაძე - გაემგზავრებიან ლონდონში, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ პროცესში (FDI Moot Court Competition) მიიღებენ მონაწილეობას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ პროცესს 29 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს ლონდონის King’s College . აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრი მიიჩნევა ერთ-ერთ პრესტიჟულ პროექტად, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 100-მდე საუკეთესო უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდის, ოქსფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები.

სამართლის სკოლის გუნდს ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებზე და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გოცირიძე. სამართლის სკოლის გუნდს სრული ფინანსურ მხარდაჭერა გაუწია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს უსურვებს წარმატებებს.

 

ბანერები