სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდი ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ ჩემპიონატში. გუნდის მენტორია სამართლის სკოლის ლექტორი ბესიკ ქვარცხავა.

გუნდის წევრები, სტუდენტები – გიგა გორჯელაძე, ქეთი თოდრაძე, ნიკა ბერიძე, ბექა ბოლქვაძე, თამუნა დავითაძე, ვაჟა ჯანჯალია – შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებაში გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში გავიდნენ და ფინალში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმარჯვეს.

შეჯიბრების პირველ ეტაპზე მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გუნდს პირველ საპრიზო ადგილსა და გამარჯვებას!

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა.

2024

ბანერები