სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის წლიური საქმიანობის მიმოხილვა

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ წლიური საქმიანობის პრეზენტაციაზე.

კლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.

ღონისძიებაზე სამართლის სკოლის პროფესორები, სტუდენტები და სტუმრები მიმოიხილავენ ადამიანის უფლებათა კლინიკის 2019-2020 წლების საქმიანობას, კლინიკის წარმატებულ საქმეებსა და გამოწვევებს.

მომხსენებლები:

ნუცა მაზანაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი და სამართლის სკოლის სტუდენტი
ირაკლი ფორჩხიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი
თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

მოდერატორი:

ანა აფციაური, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი

2020 წელი

 

ბანერები