სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლამ ჰუგო ზინსჰაიმერის ევროკავშირის შრომის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ კონკურსს უმასპინძლა

კონკურსები

17-19 ივნისს ჩატარდა ჰუგო ზინსჰაიმერის საერთაშორისო იმიტირებული ონლაინკონკურსი ევროკავშირის შრომის სამართალში. მეხუთე კონკურსში 13 ევროპული ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყნის, გუნდი. შეჯიბრებაში ჩართული იყვნენ ევროპის მასშტაბით შრომის სამართლის წამყვანი პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები და მოქმედი მოსამართლეები.

კონკურსში პოლონეთმა გაიმარჯვა. საქართველოს გუნდი, რომელმაც დამარცხების მიუხედავად საინტერესო თამაში აჩვენა, ილიაუნიდან წარმოადგინა თამთა გვენცაძემ, თსუ-დან – სალომე სვანიძემ და თეონა მაღრაძემ და საქართველოს უნივერსიტეტიდან – სოფიო ხარაზიშვილმა. გუნდის მწვრთნელები იყვნენ კონკურსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია შველიძე და კონკურსის ყოფილი მონაწილე ანა ჯიქია.

კონკურსის ორგანიზება და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ღონისძიება გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ.

კონკურსის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

2021 წელი

ბანერები