სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის ფაკულტეტის წარმატება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის ფაკულტეტი  ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA)  წევრი გახდა.ევროპის  სამართლის სკოლების ასოციაცია (ELFA) დაფუძნდა 1995 წელს ბელგიაში, დღეის მდგომარეობით მის წევრთა რაოდენობა მთელი ევროპის მაშტაბით ორასზე მეტ სამართლის ფაკულტეტს შეადგენს მისი ყველაზე ახალი წევრი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტია.

ევროპის  სამართლის სკოლების ასოციაციის  (ELFA) მთავარ მიზანს და ფუნქციას  წარმოადგენს ევროპის ფარგლებში იურიდიული განათლების რეფორმა, რაც მოიცავს აღნიშნულ სფეროში პრობლემების აღმოფხვრას, განვითარებას და გაუმჯობესებას. ხელს უწყობს  მის  წევრ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, ყოველწლიურად მართავს კონფერენციებს, გამოსცემს ჟურნალს (EJLE) European Journal of Legal Education, რომელიც ეხება ევროპაში მიმდინარე  იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამებს.
 
დამატებითი ინფორმაცია (ELFA)-ს შესახებ ხელმისაწვდომია ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.elfa-afde.eu/

ბანერები