სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსელთა საყურადღებოდ! კვლევითი სემინარი კერძო სამართალში!

გაცნობებთ, რომ სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის ამ სემესტრში შემოთავაზებულია კვლევითი სემინარი კერძო სამართალში, რომლის მიზანიც არის გამოუმუშაოს და დახვეწოს სტუდენტის უნარი განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობა კერძო სამართლის მიმართულებით.
 
კურსის დროს სტუდენტები იმუშავებენ კერძო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე, მოამზადებენ სამეცნიერო სტატიებს და განახორციელებენ ინდივიდუალური კვლევების შედეგების საჯარო დისპუტაციას (დაცვას).
 
სემინარი არის ექვს კრედიტიანი და გულისხმობს 15 შეხვედრას (15 კვირის /ერთი სასწავლო სემესტრი/ განმავლობაში). სემინარს უხელმძღვანელებს ასოცირებული პროფესორი - გიორგი გ. თუმანიშვილი.
 
სემინარზე რეგისტრაციის წინაპირობა არის სასწავლო საგანი კერძო სამართალი I და II ნაწილები, ტესტი კერძო სამართალში და გასაუბრება.
 
მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი)) ელ-ფოსტაზე george@tumanishvili.com.
 
სემინარის ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. სემინარის ხელმძღვანელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ  ტესტირებისა და გასაუბრების თარიღს, დროსა და ადგილს.

ბანერები