სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი

ახალი ამბები

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით სტიპენდიები გაიცემა სკოლების (ფაკულტეტების) მიხედვით სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად. სტიპენდიატთა სარეიტინგო სია შედგება სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა (90%) და სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის შესაბამისად (10%). 

სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა გულისხმობს სამართლის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდა სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ ანდა მათი ჩართულობით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობას. 

სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ განხორციელებული სოციალური აქტივობა ითვლება წინა სასწავლო სემესტრის აქტივობაში მონაწილეობად.

თითოეული ღონისძიების ანონსისას მითითებული იქნება, თუ რამდენი პროცენტით შეფასდება მასში მონაწილეობა. სტუდენტებს სემესტრის განმავლობაში შეეძლებათ მაქსიმუმ 10%-ის დაგროვება, დანარჩენი 90% გამოითვლება წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით. 

რეიტინგში არ მონაწილეობენ პასიური/სტატუსშეჩერებული სტუდენტები და სტუდენტები, რომლებსაც წინა სემესტრში 30 კრედიტზე ნაკლები აქვთ მიღებული. 

აქტივობების შეფასება განხორციელდება შემდეგი პროცენტულობის შესაბამისად:

შეფასების კომპონენტი

კრიტერიუმები

%

სტუდენტთა აკადემიური მოსწრება - მაქსიმუმ 90 %

 

90

სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა - მაქსიმუმ 10 %

 

თითო აქტივობა

საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა

10% 

ადგილობრივ (ეროვნულ) იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა

3%

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა

3%

ადგილობრივ კონფერენციაში მონაწილეობა

2%

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა

3%

საჯარო ლექციებზე დასწრება

1%

საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა

1%

კვლევით პროექტებში მონაწილეობა 

4%

კონკურსებში/შეჯიბრებში მონაწილეობა

2%

ღონისძიენების ორგანიზება

2%

შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა 

2%

ბანერები