სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ინტენსიური ზამთრის სკოლა

2013 წლის 8 - 12 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იწყებს 5 დღიან ინტენსიურ ზამთრის სკოლას სისხლის სამართალში.

5 დღიანი ტრენინგი მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგადის, ისე კერძო ნაწილში შემავალი მუხლების სიღრმისეულად განხილვას. ტრენინგს წარმართავენ სისხლის სამართლის სპეციალისტები: ქეთევან ჩომახაშვილი, ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ნებისმიერ მსურველ სტუდენტს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართალი 1. პრიორიტეტი მიენიჭებათ სამართლის ფაკულტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტებს.

ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრამდე სამართლის ფაკულტეტის დეკანატში A 402 ოთახში. ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტთათვის რეგისტრაცია უფასოა და რაოდენობა შეუზღუდავია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მოდულის კოორდინატორს სოფიო შუბლაძეს.
საკონტაქტო ტელეფონი: 2 22 16 37;

Sopio.shubladze@iliauni.edu.ge
lawfaculty@iliauni.edu.ge

დღის წესრიგი იხ:მიმაგრებულ დოკუმენტში>>

ბანერები