ახალი ამბები
16 ივლისი, 2024
კონკურსები
12 ივლისი, 2024
ღონისძიებები
20 ივლისი, 2024
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები
17 ივნისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ხოლო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.