სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიური ანგარიში (2013-2014 წწ.)

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს თავისი საქმიანობის წლიურ (2013-2014 წწ.) ანგარიშს.

ანგარიშში ასახულია 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები, რაც მოიცავს:სალექციო პროგრამებს, საჯარო ლექციებს, კვლევებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას, მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმების უკეთ შესწავლა-გაანალიზებას.

ცენტრის საქმიანობა ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ირგვლივ და სტუდენტებისთვის დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

ცენტრი განაგრძობს აქტიურ საქმიანობას და სასწავლო პროცესის გამდიდრებას ახალი და საინტერესო პროგრამებით.

 წლიური ანგარიში იხილეთ აქ: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ანგარიში

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები