სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიური ანგარიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს თავისი საქმიანობის მორიგ წლიურ ანგარიშს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან აფილირებული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრი 2012 წელს დაფუძნდა და დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს და ეწევა აკადემიურ/პუბლიცისტურ საქმიანობას. ცდილობს, ყოველწლიურად გაამდიდროს სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, რაც სტუდენტებს დაეხმარება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, შეძლონ მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზება, შეიძინონ როგორც ცოდნა, ისე პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ცენტრი განაგრძობს აქტიურ საქმიანობას და სასწავლო პროცესის გამდიდრებას ახალი და საინტერესო პროგრამებით.

 წლიური ანგარიში იხილეთ აქ: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ანგარიში


conlaw.iliauni.edu.ge

conlaw@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები