სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ამა წლის აპრილის თვეში ატარებს რიგით მეოთხე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სამართლის შემდეგ მიმართულბებში: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამართლის სკოლის დეკანის სახელზე შედგენილი განცხადება (დანართი #1), თემის (ნაშრომის) ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული მიზანშეწონილობის წერილი (დანართი #2) და ნაშრომის მოკლე ანოტაცია შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე ნაშრომი წარმოდგენილი უნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის (სტანდარტების) შესაბამისად და დაცვით.
კონფერენციის ეტაპებია:

პირველი ეტაპი - ნაშრომები შეფასებულ იქნება სამართლის თითოეულ ზემოჩამოთვლილ მიმართულებაში მომუშავე ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ. ნაშრომები პირველი ეტაპის ფარგლებში ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით. მეორე ეტაპზე გადადიან სტუდენტები, რომელთა ნაშრომების შეფასებაც შეადგენს არანაკლებ 41 ქულას.  

კონფერენციის მეორე ეტაპი გულისხმობს სტუდენტის მიერ მომზადებული თემის საჯარო დაცვას. მაქსიმალური შეფასება, რომელიც შეიძლება დაგროვილ იქნას მეორე ეტაპის მსვლელობის დროს არის 40 ქულა. კონფერენციის მეორე ეტაპი გამოავლენს თითოეულ მიმართულებაში (კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი) საუკეთესო სამ ნაშრომს. შესაბამისად გამოვლინდება თითოეულ მიმართულებაში I, II და III ადგილზე გასულისტუდენტები.

მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლენილი ნაშრომები (ცხრა ნაშრომი) დაიბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულში.

კონფერენციის მესამე ეტაპში მონაწილეობას მიიღებს ის ცხრა სტუდენტი, რომელიც გამოვლინდა კონფერენციის მეორე ეტაპის შედეგად. კონფერენციის მესამე ეტაპი მიზნად ისახავს საუკეთესო ნაშრომებიდან საუკეთესო სამი ნაშრომის გამოვლენას. მესამე ეტაპის დროს გამოვლენილი საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორი გაინაწილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2014 წლის 15 თებერვალი, ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა - 2014 წლის 25 მარტი. კონფერენციაზე რეგისტრაცია ხორციელდება სამართლის სკოლის დეკანატში A 402 ოთახში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 22-16-37, ან მოგვწერეთ: salome.gagnidze@iliauni.edu.ge

ბანერები