სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გიწვევთ მასტერ- კლასზე სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნის მეთოდებში

2014 წლის 22 იანვარს,  16 საათზე, A 101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს  ლექციას თემაზე - სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნის მეთოდები.

მასტერ-კლასს გაუძღვება სისხლის სამართლის სპეციალისტი ქეთევან ჩომახაშვილი.

ლექციის განმავლობაში სტუდენტები მოისმენენ როგორც თეორიულ მასალას, ასევე გააკეთებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნასთან დაკავშირებით. ბოლოს კი განიხილავენ კაზუსის ამოხსნისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები