სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები:


კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამა. ტესტის ტიპი - D აღწერა, კურსები

რეგისტრაცია:

• საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 11 აგვისტოდან 1 სექტემბრის  ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18.00 საათამდე  (მის.:ჭავჭავაძის 32, ოთახი A401).

რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ:

1.განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე);
2.პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის ) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
3.საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი.
4.ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
5.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
6. სამხედო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (მოეთხოვებათ ვაჟებს)

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ  რეგისტრაციაგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატებს გამოცდები  ჩაუტარდებათ 2014 წლის 2-9   სექტემბერს (2 სექტემბერი წერითი გამოცდა, 5-6 სექტემბერი - გასაუბრება, მის: ჭავჭავაძის 32,  ოთახი A405).

2014 წლის 10 სექტემბერს გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა  შეფასებები  განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში  2014 წლის 11 სექტემბრიდან 13  სექტემბრის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  (მის:ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია);

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2014 წლის 16 სექტემბერს დღის ბოლოს განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა  შეფასებები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2014 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 23 სექტემბრის ჩათვლით, (ძირითადი სია 17, 18, 19 სექტემბერი, დამატებითი სია - 22, 23, სექტემბერი) ყოველდღე  10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401.
მაგისტრანტობის კანდიდატს  ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე  წარმოდგენილი უნდა ქონდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს ან/და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა;

ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადგენილი ვადაში არ გამოცხადდებიან უნივერსიტეტში და არ გაივლიან რეგისტრაციას და არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სამართლის სკოლა უნივერსიტეტის რექტორს 2014 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, ვინც გააფორმა უნივერსიტეტთან ხელშეკრულება. ჩარიცხულ მაგისტრანტთა სია 24 სექტემბერს განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

სამართლის სკოლის მაგისტრანტობის მსურველებისთვის წერითი გამოცდა შედგება კაზუსისა და ესსესგან სპეციალიზაციაში - სამოქალაქო (კერძო) სამართალი:გამოცდაზე სტუდენტმა უნდა იქონიოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი რომელსაც გამოიყენებს კაზუსის ამოხსნისას    ესეს ნიმუში.  

კომპონენტი                 ქულა                    
კაზუსი 30 (მაქსიმალური ქულა)
ესსე 20 (მაქსიმალური ქულა)             

გასაუბრება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

კომპონენტი              ქულა                     
პრეზენტაციის უნარი 15 (მაქსიმალური ქულა)
მოტივაცია 20 (მაქსიმალური ქულა)
ინგლისური ენა 15 (მაქსიმალური ქულა)                 

ბრძანება შიდასაუნივერსიტეტო მისაღები პროცედურების, მისაღები გამოცდების და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის შესახებ
დანართი1
დანართი2
დანართი3

საკონტაქტო ინფორმაცია: 2294616

სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე მისაღები წერითი გამოცდა ჩატარდება 2 სექტემბერს 11:00 საათზე შემდეგ აუდიტორიებში. მაგისტრანტობის კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურბელი მოწმობა, სამოქალაქო კოდექსი და ლურჯი ფერის საწერი კალამი.

ბანერები