სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას 2013-2014 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები:

კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამა. ტესტის ტიპი - D- აღწერა, კურსები

რეგისტრაცია:

• საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 1 აგვისტოდან 30 აგვისტოს  ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18.00 საათამდე  (მის.:ჭავჭავაძის 32, ოთახი A401).

რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ:

1.განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე);
2.პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
3.საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამაცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი.
4.ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
5.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
6. სამხედო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (მოეთხოვებათ ვაჟებს)

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ  რეგისტრაციაგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატებს გამოცდები  ჩაუტარდებათ 2013 წლის 5-8   სექტემბერს (5-6 სექტემბერი წერითი გამოცდა, 7-8 სექტემბერი - გასაუბრება, მის: ჭავჭავაძის 32,  ოთახი A405).

2013 წლის 9 სექტემბერს გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა  შეფასებები  განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში  2013 წლის 10 სექტემბრიდან 12  სექტემბრის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  (მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401).

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2013 წლის 12 სექტემბერს დღის ბოლოს განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა  შეფასებები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2013 წლის 13 სექტემბრიდან და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით, (ძირითადი სია 13, 14, 15 სექტემბერი, დამატებითი სია - 16, 17, 18 სექტემბერი) ყოველდღე  10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401.მაგისტრანტობის კანდიდატს  ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე  წარმოდგენილი უნდა ქონდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადგენილი ვადაში არ გამოცხადდებიან უნივერსიტეტში და არ გაივლიან რეგისტრაციას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სამართლის სკოლა უნივერსიტეტის რექტორს 2013 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, ვინც გააფორმა უნივერსიტეტთან ხელშეკრულება. ჩარიცხულ მაგისტრანტთა სია 19 სექტემბერს განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

კაზუსის ამოხსნის ნიმუში
კაზუსი

საკონტაქტო ინფორმაცია:
2 29 46 16

სამართლის სკოლის მაგისტრანტობის მსურველებისთვის წერითი გამოცდა (კაზუსი) ჩატარდება 5 სექტემბერს 10 საათზე (აუდიტორიები იხილეთ თანდართულ ფაილში). წერითი გამოცდა შედგება 3 კაზუსისგან (წილები 15x15x20).  გამოსაყენებელი მასალა:
1.სამოქალაქო კოდექსი;
2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
3. კანონი მეწარმეთა შესახებ.
გასაუბრება ჩატარდება 8 სექტემბერს (დრო და ადგილი იხილეთ თანდართულ ფაილში):
 სამართლის სკოლის სამაგისტრო გამოცდების შედეგები

ბანერები