სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს 2021-2022 წლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის მონაწილეთათვის

კონკურსები

  1.  ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი
  2.  ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი

მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

სტუდენტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ შესარჩევ კონკურში, უნდა გაიარონ შემდეგი საკონკურსო ეტაპები:

ეტაპი N1 – წერითი დავალება

ეტაპი N2 – წერითი დავალების პრეზენტაცია შესარჩევი კომისიის წინაშე

  • პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 10 წუთი;
  • დისკუსია – 10 წუთი.

სტუდენტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის შესარჩევ კონკურსში, ინგლისურ ენაზე უნდა დაწერონ მითითებული საკონკურსო თემებიდან ერთ-ერთი (სიტყვების რაოდენობა 250-დან 350-მდე):

  • Describe the hierarchy of norms (i.e., legal authority) applicable to international arbitration. Provide a theoretical justification explaining the hierarchy, as you have described it.
  • What are the basic types of dispute resolution? What distinguishes arbitration from the other methods of dispute resolution?
  • Discuss the concept of good faith under United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods and UNIDROIT Principles of International Commercial Contracts.
  • Describe the main principles, governing the International Commercial Arbitration

ხოლო სტუდენტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის შესარჩევ კონკურში, ინგლისურ ენაზე უნდა დაწერონ თემა (სიტყვების რაოდენობა 250-დან 350-მდე):

  • Discuss the importance of international law in maintaining international peace and security.

სტუდენტებმა საკონკურსო თემა შესაბამისი კონკურსის მითითებით უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: iliaunimcc@gmail.com. წარდგენის ვადა: არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. კონკურსის მეორე ეტაპის თაობაზე შესარჩევი კომისია მონაწილეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდება.

2021 წელი

ბანერები