სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის, არჩევნების ჩატარების ვადებისა და პროცედურის შესახებ.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 8 ნოემბერს (ორშაბათი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E303 აუდიტორიაში მის. ჩოლოყაშვილი 3/5 - 10:00-17:00 სთ. ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევად წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სამართლის ფაკულტეტიდან აირჩევა -2 (ორი) წევრი.

სამართლის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოს წევრობის კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე უნივერსიტეტის კანცელარიაში რეგისტრაციის გზით 2010 წლის 25 ოქტომბრიდან 2010 წლის 5 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით, მის. ჩოლოყაშვილი 3/5, ელექრონული ფოსტის მის.: info@iliauni.edu.ge.

სტუდენტის განაცხადი (განცხადება) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) კანდიდატის სახელი და გვარი;
ბ) ფაკულტეტის სახელწოდება;
გ) მითითება სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ბანერები