სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ამა წლის 5-12 ივნისს ატარებს საქართველოში პირველ ჩემპიონატს ხელშეკრულებების შედგენაში

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.

ჩემპიონატი ჩატარდება ორ ტურად.

პირველ ტურში მონაწილეებს მიეცემათ კონკრეტული დავალება, რომლის მიხედვითაც მათ უნდა შეადგინონ ამ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად - ხელშეკრულება.

მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს (პირველ ტურში შესრულებულ (შედგენილ) ხელშეკრულებებში) საუკეთესო შედეგის მქონე ცხრა სტუდენტი.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2011 წლის 3 ივნისი. რეგისტრაცია ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C პორპუსში, ოთახი - 315.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 29-46-16 ან მოგვწერეთ lawfaculty@iliauni.edu.ge

ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და საჩუქრებით.

ბანერები