სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ამა წლის 22-29 მაისს ატარებს საქართველოში პირველ ჩემპიონატს კაზუსების შედგენაში

ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცემათ ინდივიდუალური დავალებები. რაც გულისხმობს, (სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სისხლის სამართლის) მიმართულებების მიხედვით (თითოეულ დავალებაში მითითებულ) სამართლის ნორმებზე დაყრდნობით კონკრეტული კაზუსების შექმნაში (შედგენაში), რომლის ამოხსნის დროსაც გამოყენებულ იქნება დავალების მიცემის დროს განსაზღვრული სამართლის ნორმები.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2011 წლის 20 მაისი, რეგისტრაცია ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C პორპუსში, ოთახი - 315.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 29-46-16; 877-56-00-99 ან მოგვწერეთ lawfaculty@iliauni.edu.ge

ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და საჩუქრებით.

ბანერები