სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის IBA-ს სტუდენტური ჯგუფის წევრი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის IBA-ს სტუდენტური ჯგუფის წევრი გახდა.

ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა 1947 წელს და წარმოადგენს სამართლებრივ სფეროში მოქმედ წამყვან ორგანიზაციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ და გახდნენ IBA-ს სტუდენტური კომიტეტის წევრები რაც  საშუალებას მისცემს მათ:

1) ჰქონდეთ წვდომა  IBA-ს  პუბლიკაციებზე: ჟურნალებზე, საინფორმაციო ფურცლებზე, საკონფერენციო  მასალებზე, რომლებიც მოიცავენ სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრს.
2) საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავიანთი სამეცნიერო კვლევები წარადგინონ IBA-ს  სტუდენტური კომიტეტის ჯურნალებსა და საინფორმაციო ფურცელებში გამოსაქვეყნებლად. 
3)მონაწილეობა მიიღონ IBA-ს   სტუდენტური კომიტეტის პროექტებში
4) სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს აძლევს საშუალებას გამოიყენონ IBA-ს  რესურსები, როგორც აკადემიური კურსის სასაწვლო მასალა.
5)ელექტრონული  წვდომის გარდა  ბიბლიოთეკაში განსათავსებლად სამართლის ფაკულტეტს მოამარაგებს IBA-ს  ფარგლებში გამოცემული გაზეთებით და ჟურნალებით

იმისათვის, რომ სტუდენტებმა ისარგებლონ ზემოაღნიშნულით უნდა შევიდნენ შემდეგ ბმულზე: http://www.ibanet.org/PPID/Constituent/Student_Committee/Join_student_group_member.aspx
დააჭორონ რეგისტრაციისთვის საჭირო Sign Up ღილაკს ჩაწერონ შემდეგი მონაცემები
მომხმარებლის სახელი :Ilia State University
პაროლი : iliauni
შემდეგ დააჭირონ ღილაკს გაგრძელება რის შემდეგ შეეძლებათ შეიქმნან ინდივიდუალური IBA-ს  ანგარიში.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში, საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.

ბანერები