სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 31 აგვისტო.

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ სამაგისტრო პროგრამაზე თქვენ უნდა წარმოადგინოთ:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების (მინიმუმ სამართლის საბაკალავრო პროგრამა) შესახებ გაცემული დიპლომი ან ცნობა (რომლითაც დგინდება, რომ თქვენ მოგენიჭათ სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • 2 ცალი ფოტოსურათი (ასევე ფოტოსურათი CD-ზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია უნდა ჩააბაროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5.
 
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (კაზუსი (იხ.მაგალითი), ესე) ჩატარდება მიმდინარე წლის 4-6 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაცია გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ განთავსებული იქნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
 
გისურვებთ წარმატებას.

ბანერები