![აღმოსავლეთ პარტნიორობის სამართლის სკოლების შეხვედრა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი“](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/31241db3cd6c9a908ff76181cc396cb1_84230.png)
![კონკურსი 2024-2025 წლის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/123116c8c0fbca14e5c42aecc1292265_84211.png)
![კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/06c59237076fbe0bff1546990908e52b_84206.png)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აცხადებს მიღებას
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აცხადებს მიღებას:
“კონსტიტუციისა და დემოკრატიის სალექციო პროგრამაზე”
სალექციო კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.
სალექციო კურსი შეეხება შემდეგ თემებს:
1. კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის - აშშ-ს მაგალითი
2. კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია
3. კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია
4. ხელისუფლების დანაწილება და დემოკრატია
5. პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია და კონსტიტუცია
6. კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან
სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
პროცედურული საკითხები:
•პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
• პროგრამის დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი
• ლექციების ჩატარების დრო:18:00
• ლექციების ჩატარების ადგილი:წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს
• სწავლების ენა:ქართული
სალექციო პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერთიფიკატი.სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ შერჩევითი ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაწევრიანდებიან სალექციო ჯგუფში.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (500-დან 700 სიტყვამდე), შემდეგ მისამართზე: info@conlaw.iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,
მისამართი: თბილისი 0162, საქართველო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,
საკონტაქტო პირი: ნინო ჭელიძე, დირექტორის ასისტენტი.