სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტურ კონფერენციას სამართლის შემდეგ მიმართულებებში: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი

კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 10 ნოემბერი.

ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა - 26 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთახი A401, ტელ.: 29-46-16 ან მოგვწერეთ: lawfaculty@iliauni.edu.ge


კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამართლის ფაკულტეტის დეკანის სახელზე შედგენილი განცხადება (დანართი 1), თემის (ნაშრომის) ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული მიზანშეწონილობის წერილი (დანართი 2) და ნაშრომის მოკლე ანოტაცია შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციას არ შემოიფარგლება წინასწარ განსაზღვრული რომელიმე თემის ირგვლივ შექმნილი ნაშრომების მიღებით და შესაბამისად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი პირებს, მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად აქვთ სრული თავისუფლება საკვლევი თემის არჩევის თვალსაზრისით.

კონფერენციაზე ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით (დანართი 3).

სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით რეგისტრაციას დამატებით ჩაუტარდებათ მასტერკლასი თემაზე - "როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო ნაშრომი"

კონფერენციის მიმდინარეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კონფერენცია წარიმართება სამ ეტაპად.

პირველი ეტაპი - ნაშრომები შეფასებულ იქნება სამართლის თითოეულ ზემოჩამოთვლილ მიმართულებაში მომუშავე ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ. ნაშრომები პირველი ეტაპის ფარგლებში ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით. მეორე ეტაპზე გადადიან სტუდენტები, რომელთა ნაშრომების შეფასებაც შეადგენს არანაკლებ 41 ქულას. 

კონფერენციის მეორე ეტაპი გულისხმობს სტუდენტის მიერ მომზადებული თემის საჯარო დაცვას. მაქსიმალური შეფასება, რომელიც შეიძლება დაგროვილ იქნას მეორე ეტაპის მსვლელობის დროს არის 40 ქულა. კონფერენციის მეორე ეტაპი გამოავლენს თითოეულ მიმართულებაში (კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი) საუკეთესო სამ ნაშრომს. შესაბამისად გამოვლინდება თითოეულ მიმართულებაში I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები.

მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლენილი ნაშრომები (ცხრა ნაშრომი) დაიბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულში.

კონფერენციის მესამე ეტაპში მონაწილეობას მიიღებს ის ცხრა სტუდენტი, რომელიც გამოვლინდა კონფერენციის მეორე ეტაპის შედეგად. კონფერენციის მესამე ეტაპი მიზნად ისახავს საუკეთესო ნაშრომებიდან საუკეთესო სამი ნაშრომის გამოვლენას. მესამე ეტაპის დროს გამოვლენილი საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორი გაინაწილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია >>

ბანერები