სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰუგო ზინსჰაიმერის საერთაშორისო იმიტირებული ონლაინკონკურსი ევროკავშირის სამართალში

ახალი ამბები

18-19 ივნისს გაიმართება ჰუგო ზინსჰაიმერის საერთაშორისო იმიტირებული ონლაინკონკურსი ევროკავშირის სამართალში. შეჯიბრებაში, რომელიც მეხუთედ ტარდება, ექვსი ევროპული ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  კონკურსის  ორგანიზებას  უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას – ლაიდენის უნივერსიტეტი. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სამართლის  სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ.

საქართველოს, როგორც 2018 წელს გამართული კონკურსის გამარჯვებულ ქვეყანას, კონკურსისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა, თუმცა კოვიდ-19 პანდემიის გამო შეჯიბრებამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა.

კონკურსის ქართული კომპონენტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები და მოქმედი მოსამართლეები.
ბანერები