სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებები

27 იანვარს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას .

გაერომ 27 იანვარი აღიარა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს ტყვეები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რასაც მოჰყვა ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი.

ამ უმძიმესი ისტორიული მოვლენის გახსენება მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად და კიდევ ერთხელ ერთმანეთისთვის შესახსენებლად, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია, მათ მიმართ უნდობლობის, სიძულვილისა და ზიზღის გამოხატვა შესაძლოა უმძიმესი შედეგებით დასრულდეს.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები და მოსწავლეები წაიკითხავენ ფრაგმენტებს ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების ინტერვიუებიდან, რომლებიც ასახავს პირად ისტორიებს იმედის, ტრაგედიისა და გადარჩენის შესახებ.


მომხსენებლები:

სალომე კიკნაძე, ნინი ყორშია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები

მარიამ ოტიაშვილი, ნინო გურული, თეჯი გაფრინდაშვილი - თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები

მოდერატორი:

მარიამ მელქაძე – პროექტის კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა


სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 იანვარი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2024 წელი

 

ბანერები