სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯთან მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯთან.

მემორანდუმის მიზანია ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით. ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით.

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად გაიმართა „ევროკავაშირის სამართლის” დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. სახელმძღვანელოს თანაავტორია სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ალექსანდრე დევიძე.

ბანერები