სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში“ – საჯარო ლექციათა ციკლი

ღონისძიებები

11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში მონაწილეობის მისაღებად. ლექცია- სემინარები „გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ლექციათა ციკლი ეძღვნება რომის სტატუტის მიღების 25 და ადამიანის უფლებათა კონვენციის ძალაში შესვლის 70 წლისთავს. პროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისში. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად განიხილონ საერთაშორისო სისხლის სამართლის, შეიარაღებული კონფლიქტის (მათ შორის უკრაინაში ომის) დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენების მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიებას გაუძღვებიან

სალექციო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართება;
  • საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოწვევები;
  • სახელმწიფოთა მეთაურების პასუხისმგებლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება ომის პირობებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, არა უგვიანეს 28 სექტემბრის 24.00 საათისა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge.

  •  CV/რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვისა).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ლექციებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის აუცილებელი ყველა პირობით. სალექციო ციკლის სრულად გავლის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
ტელ.: +9955 (77) 553391
(+995 32) 222 00 09 (304)
ელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი – სოფიო შუბლაძე

2023 წელი

 

ბანერები