სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ელსა საქართველოს ერთობლივი კონკურსი სამართლებრივი ჟურნალის გამოცემაზე

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ ელსა საქართველოსთან ერთად აცხადებს კონკურსს, ერთობლივი სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის მეოთხე გამოცემაზე და იწვევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ შემდეგი აქტუალური  სამართლებრივი თემების განხილვაში:

სამოქალაქო სამართლის მიმართულებით:


• ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) და ნარდობის ურთიერთგამიჯვნა ბინათმენაშენთა ამხანაგობებში;
• უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მნიშვნელობა ქართულ სამართალში;
• სსკ-ის 341-ე და 360-ე მუხლების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი;
• მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართლის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი 2014 წლის იანვარში განხორციელებულ ცვლილებებამდე და ცვლილებების შემდეგ;
• საჯარო რეესტრის სიზუსტისა და უტყუარობის პრეზუმფცია - კოლიზია მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის კანონიერ ინტერესებს შორის;

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:

• ინფორმაციის თავისუფლება vs პერსონალური მონაცემების დაცვა;
• სახელმწიფო პასუხისმგებლობისა და ზიანის ანაზღაურების აქტუალური საკითხები;
• საჯარო სამსახურის მართვის თანამედროვე ტენდენციები და არსებული გამოწვევები (ბიუროკრატიული მოდელიდან მომსახურების მოდელზე გადასვლა - მიმდინარე რეფორმები);
• კერძო აღმასრულებლის საქმიანობის სახელმწიფო გარანტიები

ისხლის სამართლის მიმართულებით:

• ქონებრივ-სამართლებრივი სიკეთის დაცვის უფლება აუცილებელი მოგერიების ჭრილში (ქართული სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ანალიზი);
• კორპორაციათა პასუხისმგებლობა სისხლის სამართალში;
• ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის ჩამოგდება - ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოება?
• დანაშაულის ჩადენის დროს დარაჯად მდგომის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
•  მეთაურის უმოქმედობის დასჯადობა საერთაშორისო სისხლის სამართალში;
• „სისტემური უსამართლობის“ განხილვა სისხლისსამართლებრივ ჭრილში;
•  შეურაცხყოფის დანაშაულებრივი ბუნება
კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
• საარჩევნო სისტემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში;
• საარჩევნო პრინციპების თავისებურებები ადგილობრივ დონეზე;
• „თვითმმართველი ერთეულის“ არსი და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის რეფორმა;
• პირდაპირი გზით არჩეული მერის უფლებამოსილების შეჩერების სამართლებრივი შეფასება;
• საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება vs გამოხატვის თავისუფლება

ზოგადი
:

• იურიდიული განათლების კონცეფცია (შედარებითი ანალიზი)
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თავად შემოგვთავაზონ საინტერესო თემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში.
თემის შერჩევის ვადაა: 28 თებერვალი
საკონტაქტო იმეილი: lawjournalgiz@gmail.com
სტატიის ჩაბარების ვადაა: 20 აპრილი
საკონტაქტო იმეილი: lawjournalgiz@gmail.com

იხილეთ ფაილი>>>

ბანერები